GE|EN

სამოქმედო გეგმა

2021-2027 წლის სტრატეგიული გეგმა ასახავს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის (შემდეგში ბუსსს ანრი ან სასწავლებელი) განვითარების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს,  რომლითაც განსაზღვრულია სასწავლებლის მომავალი შვიდი წლის (2021-2027) ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტები, სტრატეგიული მიზნები და სტრატეგიული ამოცანები. რომელიც გვაჩვენებს მკაფიო მიმართულებას და გადაწყვეტილებათა ლოგიკას მისიის განსახორციელებლად.
2019 წელს სასწავლებელმა შეიმუშავა სტრატეგიული განვითარების გეგმა, თუმცა  სტრატეგიული განვითარების გეგმის განახლების აუცილებლობა განაპირობა 2021 წლის ავტორიზაციის მიზნით განხორციელებული ვიზიტის შედეგებმა და გარე ექსპერტების მიერ შემუშავებულმა რეკომენდაციებმა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ:

  • განახლდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა;
  • სტარტეგიულ გეგმაში გაიწეროს  მიზანი/მიზნები,  ამოცანები,  განხორციელების  ვადები  და შესრულების ინდიკატორები

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასწავლებლის გენერალური დირექტორის ინიცირებით დღის წესრიგში დადგა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების  გადახედვის საკითხი. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავებაზე და პროცესში სასწავლებლის ფართო საზოგადოების ჩართვაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობდა სასწავლებლის გენერალური დირექტორი. პროცესში მონაწილეობდნენ პროფესიული სტუდენტები და დამსაქმებელი კომპანიების წარმომეადგენლები. 

2021-2027 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმის და 2021 სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი განხორციელდა  სასწავლებელში არსებული სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

სტრატეგიული განვითარების გეგმის სრული ვერსია იხილეთ თანდართულ დოლუმენტში: