GE|EN

ტრენინგი ISO 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები

საერთაშორისო სააკრედიტაციო ფორუმისა (IAF) და EA-ის ევროპული აკრედიტაციის წევრი შპს “ქიუ-სერთ საქართველო”-მ ამა წლის 18-20 აპრილს ჩაატარა მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორების სამ დღიანი კურსი, ISO 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები“- ს შესაბამისად.

პროფესიული განვითარების მიზნით, მენეჯმენტის სისტემების შემუშავების, დანერგვისა და შენარჩუნების ღონისძიებებში ჩართულობისთვის, ბუსსს ანრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორების კურსს პერიოდულად გადის სასწავლებლის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები.

   

ამა წლის 18-20 აპრილს ჩატარებულ კურსს ესწრებოდა: ბუსსს ანრის ხარისხის სპეციალისტი ლია ფარტენაძე, სასწავლო პროცესის მენეჯერი მაია დავითიანი, პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების, რეგისტრაციის, მობილობისა და რეესტრის მწარმოებელი ლონდა მიქელაძე, ბიბლიოთეკარი ანა მუშამბაძე.

სერტიფიცირებულ აუდიტორებს შემდგომში შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ შიდა აუდიტის ჩატარებაში.