GE|EN

ტრენინგი: „ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლები“

პერსონალის პროფესიული განვითარება ერთ–ერთი პრიორიტეტია ბუსსს ანრისთვის.

ამ მიზნით სასწავლებლის პერსონალს პერიოდულად უტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები. დღეს დაიწყო ტრენინგი: „ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლები“.

ტრენინგის მიზანია ზოგადი ცოდნის გაღრმავება ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება უნარჩვევების განვითარებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენების მიზნით და გაზრდის მათ ეფექტურობას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ტრენინგს უძღვება ცისკოს ქსელური აკადემიის სერტიფიცირებული პედაგოგი კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში - ნანა ბრუნჯაძე.