GE|EN

მეზღვაურთა დღე 2022

მიმდინარე  წლის 2 ივლისს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პერსონალმა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში, რომელიც ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან იყო მოწყობილი.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ საკრუინგო კომპანიები და ბათუმში არსებული საზღვაო სასწავლებლები.

  

დამსწრეთა და დამთვალიერებელთა მხიარულ განწყობას უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა გმირები და ანიმატორები.  ასევე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ბენდები, რომლებმაც შეასრულეს სხვადასხვა რეპერტუარები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სააგენტო "აწარმოე საქართველოში"  რომელთა ორგანიზებით გამოიფინა ქართველი მეწარმეების ნამუშევრების გამოგენა-გაყიდვა.

დღეს კი დაასრულებს  ქართული ნაციონალური ბალეტი " სუხიშვილები " რომელებიც 20:00 საათზე მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით იქნება წარდგენილი.