სასწავლებლის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა წარმოადგენს დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.
პროფესიული სტუდენტური თვითმმართველობა თავის საქმიანო¬ბაში ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებებით, ნორმატიული აქტებით, სასწავლებლის წესდებით და არსებული დებულებით.
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა არის სტუდენტების მიერ საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით არჩეული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის სამართლებლივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“. პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა აირჩევა 14 თვის ვადით და შედგება 10 წევრისაგან. არჩევნები ტარდება 1 წელიწადში ერთხელ მისი უფლება-მოსილების გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
დაგეგმილი ღონისძიებები