დამსაქმებელთან შეხვედრა
დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ა/წ 18 სექტემბერს ბუსსს ანრის ხელმძღვანელობამ პროფესიული სტუდენტებისათვის დამსაქმებელთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდა საკრუინგო კომპანია „Columbia Shipmanagement Georgia“-ს მენეჯმენტის წარმომადგენელი.
პროფესიული სტუდენტები გაეცნენ დასაქმების შესაძლებლობებს, შერჩევის პროცედურებსა და საზღვაო სფეროში კარიერული განვითარების პერსპექტივებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მადლობას ვუხდით „Columbia Shipmanagement Georgia“-ს მენეჯმენტის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და პროფესიული სტუდენტებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებისათვის.