შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან
ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის და სასწავლო პროცესის მენეჯერის შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე მოხდა პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე 2026 წლის საგაზაფხულო მიღების შედეგების გაცნობა და პროფესიული განათლების მასწავლებლების ურთიერთდასწრების შედეგების განხილვა; ისაუბრეს სასწავლო პროცესში სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და დარგის შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე და საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ თემებზე.