ინტელექტ მარათონში მონაწილეობისათვის მზადება
ბუსსს ანრის პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ დაგეგმილ ღია ჩემპიონატში — ინტელექტ მარათონში მონაწილეობის საკითხების განხილვის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერმა მონაწილეებს გააცნო ჩემპიონატის პირობები, რეგისტრაციის პროცედურები, მონაწილეობის კრიტერიუმები და კონკურსის ფორმატი. ასევე განიხილეს გუნდის დაკომპლექტებასთან და ღონისძიებისთვის მოსამზადებელ საკითხებთან დაკავშირებული დეტალები.