ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბუსსს ანრის გემზე

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერმა ქარმა შეგვიშალა ზღვაში გასვლა, ვინაიდან ჩვენ ვზრუნავთ მგზავრთა უსაფრთხოებაზე, დღე მაინც ლამაზი და მზიანი გამოგვივიდა და შევძელით ბავშვების გულების გახარება.
ბავშვები ჩვენი მომავალი არიან და მათი ბედნიერი ბავშვობა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. გვიხარია, რომ ამ დღეს შევძელით პატარებისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნა და კიდევ ერთი ლამაზი მოგონების დამატება მათ ბავშვობაში.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და თითოეულ ბავშვს ვუსურვებთ ჯანმრთელ, ბედნიერ და ნათელი შესაძლებლობებით სავსე მომავალს.