ტრენინგი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის
ა/წ 23–24 მაისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა ტრენინგი,რომლის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა პრაქტიკული უნარების გაძლიერება, თანამშრომლობის გაუმჯობესება და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.
ტრენინგს უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,განათლების ექსპერტი,ტრენერი მადონა მიქელაძე.
განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები.
კოლეგიალური თანამშრომლობის განვითარება.
კონფლიქტების მართვის პრაქტიკული მიდგომები.
მოტივაციის ზრდისა და გამოცდილების გაზიარების მეთოდები.
ერთობლივი დაგეგმვის მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში.
პროფესიული განათლების მასწავლებლის მეხუთე სტანდარტზე დაფუძნებული პრაქტიკული საკითხები.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე და პროფესიული განათლების მასწავლებლები.