ბუსსს ანრის კურსდამთავრებულების გაცილება წარმატებული მომავლისკენ!
ა/წ 15 აპრილს ბუსსს ანრის 2024–2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო და 2024–2026 სასწავლო წლის საშემოდგომო მიღების კურსდამთავრებულების გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ დიპლომები.
ასევე, შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტები დაჯილდოვდნენ — სიგელებით და სასწავლებლისგან საჩუქრად გადაეცათ საზღვაო ლექსიკონები.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს და გისურვებთ კარიერულ განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და ყველა დასახული მიზნის წარმატებით მიღწევას.
ყველა კურსდამთავრებულს და აქტივობებში ჩართულ პროფესიულ სტუდენტს მადლობას ვუხდით რომ აირჩიეთ ბუსსს ანრი და განსაკუთრებული მადლობა სტუდენტურ ცხოვრებაში თქვენი აქტიური ჩართულობისათვის
ჩვენ ვამაყობთ თქვენით!