ვებინარები : "ახალბედა VET ორგანიზაციების სპეციფიკური მხარდაჭერა: რა არის Erasmus+ პროგრამა და მისი პრიორიტეტები? " და "პარტნიორი ორგანიზაციების ძიება და Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებული რესურსების გამოყენება VET-ებისთვის."

ა/წ 26 მარტს National Erasmus+ Office in Georgia ორგანიზებით Google Meet პლატფორმის საშუალებით გაიმართა ვებინარები : "ახალბედა VET ორგანიზაციების სპეციფიკური მხარდაჭერა: რა არის Erasmus+ პროგრამა და მისი პრიორიტეტები? " და "პარტნიორი ორგანიზაციების ძიება და Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებული რესურსების გამოყენება VET-ებისთვის."
ვებინარი მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან Erasmus+ პროგრამებში მონაწილეობით.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პიარ-მენეჯერი - ანა მუშამბაძე.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ მიმართულებებზე:
Erasmus+ პროგრამის არსი, მიზნები და ძირითადი პრიორიტეტები.
პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სექტორისთვის არსებული შესაძლებლობები.
Erasmus+ პროექტებში მონაწილეობის პროცესები და ეტაპები.
პარტნიორი ორგანიზაციების მოძიების ეფექტური გზები და პლატფორმები.
Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებული სასარგებლო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენება.
ვებინარს უძღვებოდა National Erasmus+ Office in Georgia კოორდინატორი - მარიამ სულაშვილი.