სამუშაო შეხვედრა გემზე "კაპიტანი ო. ჩახვაძე" სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

31 იანვარს, ბუსსს ანრის კუთვნილ გემზე "კაპიტანი ო. ჩახვაძე", გაიმართა პროფესიული განათლების დეპარტამენტის, პრაქტიკის,კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების სამუშაო შეხვედრა სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას.

ყურადღება გამახვილდა პრაქტიკის ორგანიზების, პროცედურების, ეკიპაჟთან კოორდინაციისა და პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებებზე.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრაქტიკა წარმოადგენს პროფესიული მომზადების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და საჭიროა, პროფესიულ სტუდენტებს შეექმნათ ეფექტური საგანმანათლებლო გარემო, სადაც შეძლებენ რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას,რაც პროფესიულ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.