GE|EN

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „სპექტრთან“

ა/წ 29 სექტემბერს ბუსსს ანრისა და სსიპ კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მთავარი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება და სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფა თანამშრომლობის გზით.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბუსსს ანრის დირექტორმა ანზორ დიასამიძემ და სსიპ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.