GE|EN

გამოფენა - "პორტო-ფრანკოდან ბათუმის პორტამდე"

ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტების გასვლითი აქტივობების ფარგლებში ვიზიტი მუზეუმში.
ა/წ 10 სექტემბერს ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა - "პორტო-ფრანკოდან ბათუმის პორტამდე".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა უნიკალური დოკუმენტური და ფოტო მასალა ბათუმის ქალაქად ჩამოყალიბების პროცესზე, ნავსადგურის ისტორიასა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარებაში.
გამოფენას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - ვაჟა გეგიძე და პროფესიული სტუდენტები.
ბუსსს ანრი მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს და უსურვებს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას!