GE|EN

პროფესიული კოლეჯებისა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრა სამხედრო მოსამსახურეებთან

ა/წ 12 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ქ. ბათუმში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის ბაზაზე, გაიმართა პროფესიული კოლეჯებისა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრა სამხედრო მოსამსახურეებთან.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისათვის ინფორმაციის მიწოდება იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ.
დაწესებულებებმა პრეზენტაციით წარმოადგინეს:
  • ზოგადი ინფორმაცია საკუთარ საქმიანობაზე;
  • გამოცხადებული მიღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
  • პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები;
  • დამსაქმებლების შესახებ ინფორმაცია და დასაქმების მაჩვენებლები კონკრეტული პროგრამების მიხედვით.
შეხვედრაზე ბუსსს ანრი წარადგინეს პიარ მენეჯერმა ანა მუშამბაძემ და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერმა ვაჟა გეგიძემ.