ბუსსს ანრის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ნინო ჯაყელი, ErasmusPlus-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ავსტრიაში იმყოფებოდა.
პროექტ „Play to Learn" მთავარი მიზანი იყო გეიმიფიკაციის — თამაშზე დაფუძნებული სწავლის მეთოდის დანერგვა, რომელიც ახალგაზრდებს უადვილებს სწავლის პროცესს, ზრდის მათ მოტივაციას და ხელს უწყობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას საგანმანათლებლო საქმიანობაში.
ErasmusPlus არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც ბენეფიციარებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში ევროპის მასშტაბით, გაიუმჯობესონ პროფესიული კვალიფიკაცია, შეიძინონ ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
პროფესიული განათლებისათვის მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაცია,ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლების მონაწილეობა ასეთ პროგრამებში,ვინაიდან მათ მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების — გეიმიფიკაციისა და ციფრული ტექნოლოგიების — ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ეს, თავის მხრივ, გაზრდის კოლეჯის პროფესიული სტუდენტების ჩართულობას, სწავლების ეფექტიანობას და და მათ შესაძლებლობას მისცემს, სრულად აითვისონ თანამედროვე განათლების სტანდარტები.