ა/წ 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო 2025 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის.
პროფესიული სტუდენტები გაეცნენ კოლეჯის პერსონალს, ეთიკის კოდექსს, მისიას, ხედვას, ღირებულებებს, შინაგანაწესს და კოლეჯში დადგენილ სხვა შიდა წესებს.
მადლობას ვუხდით პროფესიულ სტუდენტებს, რომ აირჩიეს ჩვენი სასწავლებელი!
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას!