ა/წ 24 სექტემბერს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია“ სტუდენტებმა მოდულის „გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ პრაქტიკული დავალებები წარმატებით შეასრულეს სწავლის შედეგების დადასტურების მიზნით.
სწავლის შედეგების დადასტურებას უძღვებოდა პროფესიული განათლების მასწავლებელი, უფროსი მექანიკოსი ბადრი გიორგაძე.
პროფესიულ სტუდენტებთან ერთად განხილული იქნა შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის დაცვის ძირითადი პრინციპები, რაც მათი მომავალი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.