ბუსსს ანრის სასწავლო პროცესის მენეჯერმა, მაია დავითიანმა, საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობა შეამოწმა სასწავლებლის კუთვნილ გემზე — „კაპიტანი ო. ჩახვაძე“.
შემოწმდა პროფესიული სტუდენტების დასწრება და პრაქტიკული სწავლების პროცესი, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და უნარების გაღრმავებას ემსახურება.
საწარმოო პრაქტიკა რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ ის გამოცდილება, რომელიც მომავალში პროფესიულ წარმატებას უზრუნველყოფს.