GE|EN

გეგმიური ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნა და ინსტრუქტაჟები

ა/წ 04 ივნისს  ჩატარდა  გეგმიური  ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნა და ინსტრუქტაჟები.
სასწავლებლის შენობაში ჩაირთო სასწავლო საევაკუაციო განგაში, რა დროსაც მოხდა შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმება და  შენობაში მყოფმა პირებმა, ყველა წესის დაცვით დატოვეს შენობა საევაკუაციო კიბის მეშვეობით. წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს ბუსსს ანრის პერსონალმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა/ინსტრუქტორებმა.