GE|EN

(GEOREF) პროექტის სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრა

ა/წ 31 ივლისს ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ პროექტის სამუშაო ჯგუფის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესისა და მომდევნო ეტაპებზე ინფორმირების მიზნით.
შეხვედრაზე იქნა განხილული „ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის დოკუმენტი";
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშების საერთაშორისო ანალიზი: სომხეთის, თურქეთის, ლატვიის, ხორვატიის, იტალიისა და უნგრეთის მაგალითებზე“;
პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს ევროპულ კვალიფიკაციის ჩარჩოებთან ჰარმონიზაცია, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერითა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - რუსუდან დიასამიძე,პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე, პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი - ომარ დიასამიძე და პიარ-მენეჯერი - ანა მუშამბაძე.