GE|EN

პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა

ა/წ 25 ივლისს ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა — რუსუდან დიასამიძემ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო შიდა კვლევებისა და გამოკითხვების შედეგების გაცნობა, ანალიზი და სტუდენტებთან ერთად მათი ერთობლივად განხილვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი და პრაქტიკის ხელმძღვანელები, რომლებმაც სტუდენტებთან დეტალურად განიხილეს პრაქტიკის დღიურის შევსების პრინციპები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.