GE|EN

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

ა/წ 1 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი დაესწრო.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა პროფესიული დღე მიულოცა და საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის დააჯილდოვა მეზღვაურები და საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები.
აღინიშნა, რომ საზღვაო სფეროს განვითარებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის წინსვლაში და ამ პროცესში უდიდესია ქართველი მეზღვაურების წვლილი, რადგან მათი დამსახურებით საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია.
ღონისძიების დასასრულს ტრადიციისამებრ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და გემების საყვირების ფონზე გაიმართა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.
2025 წლის მეზღვაურთა საერთაშორისო დღის კამპანია ეძღვნება ნულოვან ტოლერანტობას ბულინგისა და შევიწროების მიმართ გემებზე.