საჯარო ლექცია პროფესიული სტუდენტებისათვის
თემაზე: „ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები“
ა/წ 4 ივლისს ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელიც დაეთმო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემას საზღვაო უსაფრთხოების კუთხით – ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესებს (COLREG).
ლექცია ჩაატარა პროფესიული განათლების მასწავლებელმა თეიმურაზ შამილაძემ, რომლის გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები პროფესიული სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა.
შეხვედრის ფარგლებში მოეწყო ვიდეოს ჩვენება, სადაც ნაჩვენები იყო ა/წ 10 მარტს დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან მომხდარი გემების შეჯახების შემთხვევა.ამ ვიზუალური მასალის მეშვეობით პროფესიულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, თეორიული ცოდნა რეალურ მოვლენებთან დაეკავშირებინათ და უკეთ გაეაზრებინათ უსაფრთხოების წესების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს:გემების ერთმანეთთან ურთიერთქმედების წესები ღია ზღვაში;
- სარადარო და ვიზუალური დაკვირვების მნიშვნელობა;
- გემების მანევრირების სტრატეგიები საეჭვო სიტუაციებში;
- რეალური შემთხვევების ანალიზი და შეცდომების პრევენცია.
მსგავსი ლექციები პროფესიული სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავების, არამედ პროფესიული პასუხისმგებლობის გაზრდისა და ზღვის ნამდვილი სირთულეების გაცნობიერების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
ჩვენი მიზანია, პროფესიულმა სტუდენტებმა ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესებს (COLREG) არა მხოლოდ თეორიულად გაეცნონ, არამედ სრულად გააცნობიერონ მათი პრაქტიკული დანიშნულება — როგორც პასუხისმგებლობისა და უსაფრთხო ნავიგაციის მთავარი ინსტრუმენტი.