GE|EN

პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი

ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მრავალფეროვან აქტივობებში, მათ შორის სპორტულ ღონისძიებებსა და ინიციატივებში.
ა/წ 10-11 ივნისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა და კოლეჯი "მოდუსის" ორგანიზებით და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ბათუმში გაიმართა პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის დასავლეთ ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრები.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბუსსს ანრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა.