GE|EN

მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორების კურსი

შპს “ქიუ-ეს-სერთ საქართველოს”–ს ორგანიზებით ა/წ 7-8 ივნისს ჩატარდა მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორების კურსი.
კურსები ჩატარდა ISO 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები“- ს შესაბამისად. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელებზე, საერთაშორისო სააკრედიტაციო ფორუმისა (IAF) და EA-ის ევროპული აკრედიტაციის წევრი სასერტიფიკაციო ორგანიზაცია “ქიუ-ეს-სერთ”-ის მიერ გაიცემა შიდა აუდიტორის სერტიფიკატი.
ტრენინგი გაიარეს ბუსსს ანრის სასწავლო პროცესის მენეჯერმა მაია დავითიანმა და პიარ-მენეჯერმა ანა მუშამბაძემ.
კურსს უძღვებოდნენ: პროფესორი, დოქტორი, მართვის სისტემებისა და განათლების სექტორის განვითარებისა და ხარისხის ექსპერტი ნათია ზედგინიძე და ISO ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ექსპერტი, GRCERT დირექტორი თამაზ თურმანიძე.
სერტიფიცირებულ აუდიტორებს შემდგომში შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ შიდა აუდიტის ჩატარებაში, მენეჯმენტის სისტემების შემუშავების, დანერგვისა და შენარჩუნების ღონისძიებებში როგორც სერტიფიცირებულ ასევე სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიებში.