ა/წ 28, 29 და 30 მაისს ქ. ქობულეთში, კოლეჯში „ახალი ტალღა“ გაიმართა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული "საგრანტო წინადადებების შემუშავებისა და ფონდების მოძიების" ტრენინგ-სემინარი.
ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმო ერასმუს+ პროგრამებსა და მათ ფარგლებში საგრანტო განაცხადების მომზადებას. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ფონდების მოძიებისა და პროექტების მართვის პრაქტიკული ასპექტების შესწავლა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ პროფესიულ უნარებს.
ტრენინგს დაესწრო ბუსსს ანრის პიარ-მენეჯერი - ანა მუშამბაძე.
ტრენინგ-სემინარს უძღვებოდა პროექტების მართვაში საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი ტრენერი - თამთა ხუციშვილი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები პროექტების მართვის მიმართულებით.