137 წლის წინ ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
,,ბათუმობა 2025" 3 და 4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება.
ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები.
4 მაისს, საზეიმო ვითარებაში გაიმართება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება.
ბათუმობა 2025 საზეიმო გალაკონცერტით დასრულდება.
ბათუმი ჩვენი საერთო სახლია.
გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ კეთილდღეობას,ჯანმრთელობას და წინსვლას!