GE|EN

ტრენინგი “პირველადი სამედიცინო დახმარება”

ა/წ 31 მარტს ბუსსს ანრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი “პირველადი სამედიცინო დახმარება”.
ტრენინგს უძღვებოდა ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის სამედიცინო კურსის ინსტრუქტორი - ზვიად ზამთარაძე.
ტრენინგი მოიცავდა: პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმს, არსს და მიზანს; გულ-ფილტვის რეანიმაციას (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი);
ტრენინგის მიზანი იყო პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესწავლა, რათა მათი შესრულებით ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.
იხ.ვიდეო