ა/წ 26 მარტს ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა შიდა საფეხბურთო ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო პროფესიული სტუდენტებით დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა: “შავი მარგალიტი”,“მეკობრეები”,“Anchor” და “შუქურა”.
ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
I ადგილი - გუნდი “შავი მარგალიტი”
II ადგილი - გუნდი “მეკობრეები”
III ადგილი - გუნდი “შუქურა”.
ჩატარებული ტურნირის საფუძველზე დაკომპლექტდება სასწავლებლის გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გასვლით ტურნირებზე.