ა/წ 21-23 მარტს "საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია სკკა" ორგანიზებით გაიმართა გასვლითი ვორკშოპი ვარიანში.
სამი დღის განმავლობაში განხილულ იქნა შემდეგი თემები:კურსდამთავრებულთა კითხვარების შეჯერება და ერთიანი კითხვარის შემუშავება; შუალედური შეფასების შესახებ გამოცდილების გაზიარება;პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტის მიხედვით შედგენილი შეფასების ფორმების განხილვა.
ვორკშოპს ესწრებოდნენ ბუსსს ანრის სასწავლო პროცესის მენეჯერი - მაია დავითიანი და პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების რეგისტრაციის,მობილობისა და რეესტრის მწარმოებელი - მარიამ დიასამიძე.
შეხვედრის დასასრულს სასწავლებლის წარმომადგენლებს გადაეცათ სერთიფიკატი მასზედ რომ 2025 წელს ბუსსს ანრი არის "საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია სკკა" წევრი.