GE|EN

ტრენინგი : „პიროვნული განვითარება“

ბუსსს ანრის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მიზანი და პრიორიტეტია პერსონალის განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, თანამედროვე მოთხოვნებზე შესაბამისობა. სწორედ ამ მიზნით პერსონალს უტარდება სხვადასხვა ტრენინგები.
ამა წლის 19 და 20 მარტს ბუსსს ანრის პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი : „პიროვნული განვითარება“.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს ემოციური ინტელექტის ფენომენი მათ პიროვნულ და კარიერულ წარმატებაში, ასევე მათ საშუალება მიეცათ შეეფასებიათ საკუთარი პიროვნული მახასიათებლებისა და ემოციების წვდომის უნარი.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: პიროვნული განვითარების სტადიები, პოტენციურად სარისკო საკითხების გარშემო პოზიტიური კომუნიკაციის მნიშვნელობა, ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავებისა და სტრესის მართვის მეთოდები,სტრესის ძირითადი წყაროები, დონეები, მისი გამომწვევი ფაქტორები და სტრესის მართვისა და დაძლევის ტექნიკები.
ტრენინგი მოიცავდა აქტივობებს,ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ დავალებებს.
ტრენინგს უძღვებოდა ბუსსს ანრის მიერ მოწვეული ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი სოფიო მამესწარაშვილი.