ა/წ 19 მარტს ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა KEY CONSULTING-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება- "სინერგია 2025: განათლებისა და ინოვაციების ეროვნული სამიტი".
სამიტის თემები იყო: „ თამაშების გამოყენება სწავლებაში" , "ჰიბრიდული სწავლება და გამოწვევები", "პერსონალური მონაცემების დაცვა" და "განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა“.
ღონისძიებას უძღვებოდა KEY CONSULTING-ის დამფუძნებელი და დირექტორი,გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი,ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი - ლიკა ოხანაშვილი.
სამიტს ესწრებოდნენ ბუსსს ანრის სასწავლო პროცესის მენეჯერი - მაია დავითიანი და პროფესიული განათლების მასწავლებლები.