ა/წ 19 თებერვალს ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლას.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გასვლით შეხვედრას ორგანიზება გაუწია პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებამ.
შეხვედრები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებით.
აირჩიეთ ხარისხიანი განათლება!