GE|EN

გასვლითი პრეზენტაცია სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში

ა/წ 13 თებერვალს ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლას.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გასვლით შეხვედრას ორგანიზება გაუწია პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებამ.
შეხვედრები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებით.
აირჩიეთ ხარისხიანი განათლება!