24 იანვარს განათლების საერთაშორის დღე აღინიშნება.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ თარიღის დაწესება გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და დემოკრატიის არსებობის უმთავრესი წინაპირობაა.
24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.