GE|EN

2024 წლის საუკეთესოები

ბუსსს ანრის თანამშრომლების წახალისების და მოტივაციის ამაღლების მიზნით უკვე მეშვიდე წელი, წლის დასასრულს ფარული კენჭისყრით (Google Forms პლატფორმის გამოყენებით) ხდება წლის საუკეთესოების (საუკეთესო საშტატო თანამშრომელი, საუკეთესო პროფესიული განათლების მასწავლებელი, საუკეთესო ინსტრუქტორი და საუკეთესო პროფესიული სტუდენტი) გამოვლენა.
კენჭისყრაში კანდიდატებად არ მონაწილეობს დირექტორი, ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი და მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, თუმცა მათ უფლება აქვთ დააფიქსირონ თავისი ხმა საუკეთესოს არჩევანში.
კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა 2024 წლის:
საუკეთესო თანამშრომელი უკვე მესამე წელიწადი გამოვლენილია ანა მუშამბაძე (2022, 2023, 2024).
საუკეთესო ინსტრუქტორი ბადრი გიორგაძე.
საუკეთესო პროფესიული განათლების მასწავლებელი ხატია ხალვაში.
საუკეთესო პროფესიული სტუდენტი ნიკა მეგრელიძე.
ბუსსს ანრის ადმინისტრაციამ დაასახელა 2024 წლის აღმოჩენა:
პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა და თანამშრომელთა განყოფილების საქმისმწარმოებელი თამარ დარჩიძე.
პროფესიული განათლების მასწავლებელი ზვიად ზამთარაძე.
ვულოცავთ ჩვენი "ეკიპაჟის" წევრებს!ვამაყობთ თქვენით!