GE|EN

სამუშო შეხვედრა: "პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება."

ა/წ 6 და 7 ნოემბერს ქობულეთში, სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სამუშო შეხვედრა: "პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება."
შეხვედრის თემატიკა შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ორგანიზაციის ვებ-გვერდზე საერთაშორისო ურთიერთობების გვერდის ჩაშენება და მასზე ინფორმაციის განთავსება; ინტერნაციონალიზაციის მიზნები და სტრატეგია; სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა და ინგლისურენოვანი ტერმინოლოგია; სიტუაციის ანალიზი; საპრეზენტაციო წერილის მომზადება; საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია; ხელოვნური ინტელექტი და მისი სარგებელი პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის დაგეგმვასა და განვითარებაში; კითხვარების ადმინისტრირება QR კოდის გამოყენებით: ეფექტური ინსტრუმენტები მონაცემთა შეგროვებისთვის; გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები; ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები;
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი - დავით ჩხაიძე.