ა/წ 5 ივლისს ბუსსს ანრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ინსტრუქტაჟი “პირველადი სამედიცინო დახმარება”.
ინსტრუქტაჟს უძღვებოდა ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის სამედიცინო კურსის ინსტრუქტორი გელა დავითულიანი.
ინსტრუქტაჟი მოიცავდა:
პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმს, არსს და მიზანს; ჭრილობების,დამწვრობებისა და სისხლდენის მკურნალობას და მისი მიზანი იყო პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესწავლა, რათა მათი შესრულებით ადამიანს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.