GE|EN

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 2024

ა/წ 25 ივნისს ბათუმის ნავსადგურში მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის დააჯილდოვეს საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები:შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე, „შავი ზღვის ტერმინალის“ გენერალურ დირექტორ ილგარ ალი-ზადა, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი ლალი ხვედელიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი არჩილ ინასარიძე, ასევე, შორეული ნაოსნობის კაპიტნები ვაჟა ჯანგველაძე და ალექსანდრე სურმანიძე, უფროსი მექანიკოსები: ალი სარიშვილი და ანატონი სიხარულიძე, საკრუინგო კომპანია „ელ-ვიქტორი“-ს ხელმძღვანელი სოსლან ჩხაიძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგეტოს, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მართვის სამსახურის უფროსი ეკა ბარამიძე.
ღონისძიების დასასრულს ტრადიციისამებრ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და გემების საყვირების ფონზე გაიმართა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.
2024 წლის კამპანია ეძღვნება მეზღვაურთა წვლილს საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად გადაქცევის საქმეში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის უსაფრთხოების შესახებ.