GE|EN

“აჭარის დასაქმების ფორუმი 2024”

ა/წ 20 ივნისს ბათუმში, სასტუმრო შერატონში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა “აჭარის დასაქმების ფორუმი 2024”.
ფორუმში მონაწილეობას იღებდა აჭარაში მოქმედი 75 კომპანია სხვადასხვა სფეროდან,რომლებმაც წარმოადგინეს 2 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი.
აღნიშნულ ღონისძიებაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ დამსაქმებელი კომპანიებისგან მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
აჭარის დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო ბუსსს ანრიმ,რომელმაც წარმოადგინა მიმდინარე ვაკანსიები.
ბუსსს ანრის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს და ვუსურვოთ წარმატებები.