GE|EN

ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების შესახებ

ა/წ 3 ივნისს ბუსსს ანრის თანამშრომლებისათვის გაიმართა ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების შესახებ.
შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარების მიზანია, პერსონალი დაცული იყოს საფრთხისაგან, დროულად იქნას გამოვლენილი საფრთხე და მოხდეს მოვალეობების გადანაწილება ისე, რომ უსაფრთხოების სისტემამ ეფექტურად იმუშაოს. ასევე გამოვლინდეს რისკები და დაიგეგმოს პერსონალის შესაბამისი ინსტრუქტაჟი და სწავლება/წვრთნა.
ინსტრუქტაჟი ჩაატარა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა მინდია თავართქილაძემ.