შპს “ქიუ-ეს-სერთ საქართველოს”–ს ორგანიზებით ა/წ 16-18 მაისს ჩატარდა მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორების სამ დღიანი კურსი.
კურსები ჩატარდა ISO 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები“- ს შესაბამისად. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელებზე, საერთაშორისო სააკრედიტაციო ფორუმისა (IAF) და EA-ის ევროპული აკრედიტაციის წევრი სასერტიფიკაციო ორგანიზაცია “ქიუ-ეს-სერთ”-ის მიერ გაიცემა შიდა აუდიტორის სერტიფიკატი.
სერტიფიცირებულ აუდიტორებს შემდგომში შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ შიდა აუდიტის ჩატარებაში, მენეჯმენტის სისტემების შემუშავების, დანერგვისა და შენარჩუნების ღონისძიებებში როგორც სერტიფიცირებულ ასევე სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიებში.
ბუსსს ანრის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების როგორც პროფესიული განვითარება,ასევე ხარისხის მაღალ დონეზე ზრუნვა.აქედან გამომდინარე მისი მიზანია უზრუნველყოს ყველა თანამშრომელი გაეცნოს ISO-ს საერთაშორისო სტანდარტებს და იყოს სერტიფიცირებული როგორც შიდა აუდიტორი.
ტრენინგი გაიარეს ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების რეგისტრაციის, მობილობისა და რეესტრის მწარმოებელმა
მარიამ დიასამიძემ და ვახტის და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა
მინდია თავართქილაძემ.
კურსს უძღვებოდნენ: პროფესორი, დოქტორი, მართვის სისტემებისა და განათლების სექტორის განვითარებისა და ხარისხის ექსპერტი ნათია ზედგინიძე და ISO ხარისხის მენეჯმენ