GE|EN

"რა?სად?როდის?რატომ?" 2024

ბუსსს ანრისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა/წ 22 მაისს გაიმართა ბუსსს ანრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების:"გემის საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია" "გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია" და ბათუმის სამედიცინო აკადემიის "პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)" და "პსპ საექთნო განათლება
" სტუდენტებს შორის ინტელექტუალურ-გასართობი თამაში: "რა?სად?როდის?რატომ?".
თამაშში მონაწილეობა მიიღო ორი სასწავლებლიდან 2-2 გუნდმა:
ბუსსს ანრი - "ჰორიზონტი" და "მეგობრობა"
ბათუმის სამედიცინო აკადემია - "ფუტკრები" და "Nurse".
გუნდების თამაშის შესაფასებლად მოწვეული იყო სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლებლების, საკრუინგო კომპანიის წარმომადგენლები და პროფესიული სტუდენტი.
თამაშის შედეგად გამოვლინდა ?, ? და ორი ?ადგილის მფლობელი გუნდები, რომლებსაც გადაეცა თასი და დიპლომები.
ღონისძიებას მასპინძლობდა ბუსსს ანრი.
ეს იყო პირველი და არა უკანასკნელი ერთობლივი პროექტი ბუსსს ანრისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიის შორის.
წინ არაერთი საინტერესო ღონისძიება გველის.
იხ.ვიდეო