ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს ქალაქში უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტებისთვის ვახორციელებთ პროექტს ,,დემოკრატიის საყრდენი".
„დემოკრატიის საყრდენი“ ამერიკული პროექტის „Know Your Government“ ანალოგია, რომელიც ვაშინგტონის შტატში ხორციელდება. საქართველოში პროექტი იგეგმება შემდეგ ექვს ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, ბათუმი და თელავი.
თითოეულ ქალაქში ჩატარდება 2 დღიანი ტრენინგები დემოკრატიის შესახებ შემდეგ ოთხ საყრდენ თემასთან დაკავშირებით:
საკანონმდებლო ხელისუფლება;
სასამართლო ხელისუფლება;
არჩევნები და პარტიები;
პოლიტიკისა და მედიის ურთიერთმიმართება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებული უნივერსიტეტის/კოლეჯის ყველა ფაკულტეტის/პროგრამის სტუდენტს.
თითოეულ ქალაქში შეირჩევა 25 სტუდენტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის კურსდამთავრებულებს EPAG-ისა და აშშ-ის საელჩოს დადასტურებული სერტიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგ-შეხვედრები ბათუმში გაიმართება ივნისის მეორე ნახევარში.
დაინტერესებულ პროფესიულ სტუდენტებს ვთხოვთ მიმართოთ პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებას.