GE|EN

სასწავლებლის მისია

ბუსსს ანრის მისია 

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი ეფუძნება რა პროფესიული  განათლების, ასევე მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, ისწრაფვის  საზღვაო დარგებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული თანამედროვე ცოდნის გავრცელებისაკენ. ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით იგი საზღვაო-სავაჭრო ფლოტისა და   საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებას, რომელიც  განხორციელდება სწავლებით, პროფესიულ სტუდენტთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ჰარმონიული გარემოს შექმნით და ავითარებს საკუთარ პოტენციალს. ამით სასწავლებელი ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.

ბუსსს ანრის ხედვა 

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ხედვაა,  სასწავლებელი ჩამოყალიბდეს სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ, კონკურენტუნარიან, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში ხელმისაწვდომ პროფესიულ სასწავლებლად, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტი სწავლების პრინციპს და სწავლებისა და დარგობრივი გამოყენებითი კვლევების ინტეგრირებას. შემუშავებული ხედვის რეალიზებას დაწესებულება გეგმავს სტრატეგიული გეგმის ვადებში.

ბუსსს ანრის ღირებულებები

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის თავის საქმიანობას აფუძნებს შემდეგ ღირებულებებზე:

  • სამართლიანობა;
  • ჰუმანურობა;
  • ტოლერანტობა;
  • თანაბარი შესაძლებლობები; 
  • მრავალფეროვნება; 
  • თავისუფლება და პასუხისმგებლობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • აკადემიური თავისუფლება; 
  • ღიაობა და გამჭირვალეობა; 
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა