GE|EN

გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში

გრძელდება გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები სკოლებში.
ამჯერად ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ და გაუზიარეს ინფორმაცია სასწავლებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, კარიერული პერსპექტივებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებით.
აირჩიეთ ხარისხიანი განათლება!