ბუსსს ანრი ყველას გილოცავთ ახალ წელს, ვაგრძელებთ სასწავლო და საწვრთნელ პროცესებს ჩვენთვის ჩვეულ რეჟიმში კეთილგანწყობილ გარემოში, მაღალკვალიფიციური პერსონალით და მაღალი ხარისხის მომსახურებით თანამედროვე მოთხოვნებზე შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი) ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას 20 წელიწადზე მეტი.
ბუსსს ანრი არის ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებს სპეციალობებით:
• საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
• გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია
ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში მოქმედი და დამწყები მეზღვაურები წვრთნას გადიან “მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” საქართველოს კანონის და „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“, ცვლილებებით (STCW Convention with amendments) საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

საწვრთნელი კურსების პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსების (IMO Model Courses) შესაბამისად, რომელბიც ასევე აღიარებულია აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
საწვრთნელი ცენტრი ახორციელებს როგორც კონვენციურ, ასევე არაკონვენციურ საწვრთნელ კურსებს.
პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაბზე და საწვრთნელ კურსებზე განმახორციელებლად მოწვეულია საზღვაო სპეციალისტები, კვალიფიცირებული პროფესიული მასწავლებლები და ინსტრუქტორები.
სასწავლებელი სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:2015 შესაბამისად. ასევე გააჩნია IQNet-ის სერტიფიკატი.
აირჩიეთ მაღალი ხარისხის მომსახურება, წვრთნა, ცოდნა!