მ/წ 19 სექტემბერს 11:00 საათზე National Erasmus+ Office in Georgia ორგანიზებით Google Meet პლატფორმის საშუალებით გაიმართა ვებინარი: "ალიანსები ინოვაციებისთვის უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების სფეროში".
ვებინარი განკუთვნილი იყო ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ საერთაშორისო შესაძლებლობებს, სურთ გაიუმჯობესონ უნარები, გაიფართოონ თვალსაწიერი და მოახდინონ თავიანთი პიროვნული და პროფესიული ზრდა.
შეხვედრაზე იქნა განხილული აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია და მის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებელთათვის, რაც აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული აპლიკაციის შექმნაში შემდგომი დედლაინისათვის.
ვებინარს უძღვებოდა National Erasmus+ Office in Georgia კოორდინატორი - მარიამ სულაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა დაპროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი - ომარ დიასამიძე,პიარ-მენეჯერი - ანა მუშამბაძე და პროფესიული სტუდენტები.